07:11 - 23 May, 2019
2019-02-19 18:00:07, 1761 ნახვა
თავდაცვის მინისტრი „Capstone“-ის დელეგაციას შეხვდა

საქართველოში სამდღიანი ვიზიტით „Capstone“-ის დელეგაცია იმყოფება. გენერალ ფილიპ ბრიდლავის ხელმძღვანელობით დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიიღო.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბედ რუდი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. 

თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ „Capstone“-ის დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან გამართეს. 

„Capstone“-ის დელეგაცია დაკომპლექტებულია სხვადასხვა სფეროს მოქმედი მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებით. დელეგაციის წევრებს შორის ის სამხედრო მოსამსახურეებიც არიან, რომელთა მომავალი სამუშაო პოზიცია რეგიონთან და საქართველოსთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული.

ამერიკული დელეგაცია საქართველოს 21 თებერვალს დატოვებს.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7-ს კი, 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics