17:44 - 20 May, 2019
2019-02-19 15:56:49, 2070 ნახვა
კარლ ლაგერფელდი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

Chanel-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, მოდელიერი კარლ ლაგერფელდი გარდაიცვალა. 

ფრანგული პრესა წერს, რომ მოდელიერი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თავს ცუდად გრძნობდა. სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გამოცემა Paris Match-ის ცნობით, ლაგერფელდი საავადმყოფოში 18 თებერვალს ღამე მოათავსეს, ხოლო 19 თებერვალს ის გარდაიცვალა.

იანვრის ბოლოს, პარიზში საკუთარი კოლექციის ჩვენების შემდეგ, ცხოვრებაში პირველად მოდელიერი პოდიუმზე არ გამოვიდა. ბევრმა ეს საქციელი ლაგერფელდის მორიგ "გამოხტომად" შეაფასა, მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ, რომ მოდელიერი თავს ცუდად გრძნობდა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






კიევში ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია ჩატარდა
გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოს მასშტაბით აქციებს იწყებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics