02:58 - 24 Mar, 2019
2019-02-16 12:20:30, 2113 ნახვა
ერდოღანი: ევროკავშირი თურქეთს გაწევრიანებაზე უარს იმიტომ ეუბნება, რომ მუსლიმური ქვეყანა ვართ

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიფ ერდოღანს მიაჩნია, რომ ევროკავშირი თურქეთს გაწევრიანებაზე უარს მუსლიმანობის გამო ეუბნება, - ამის შესახებ ერდოღანმა ტელეკომპანია A Haber-თან ინტერვიუში განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს რდოღანი პერიოდულად აკრიტიკებდა ევროკავშირს და აცხადებდა, რომ თურქეთის ევრო გაერთიანებაში გაწევრიანება გამიზნულად ჭიანურდება. ამასთან, ის ამბობდა, რომ ოფიციალურმა ბრიუსელმა საბოლოო პოზიცია უნდა დააფიქსიროს და თურქეთთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიიღოს.

„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ევროკავშირში არ გვიღებენ ის არის, რომ მუსლიმური ქვეყანა ვართ. მაშინ ამის შესახებ ღიად თქვან“, - განაცხადა რეჯეპ ტაიფ ერდორანმა.

ცნობისთვის, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება 1963 წელს დაიდო. 1987 წელს ქვეყანამ წევრობაზე გააკეთა განაცხადი, თუმცა, შესაბამისი მოლაპარაკებები მხოლოდ 2005 წლიდან დაიწყო. 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში მასობრივი დაკავებები დაიწყო, რის გამოც ოფიციალური ანკარა ევროკავშირმა გააკრიტიკა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics