14:58 - 22 May, 2019
2019-02-15 15:53:20, 2892 ნახვა
„თიბისი ბანკზე“ საერთაშორისო მედია წერს

"თიბისი ბანკის" ირგვლი განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო მედია ეხმაურება.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკის" აქციონერთა კრებას  2-თვიანი ვადა მისცა, რათა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოდან გაიწვიონ.

Reuters-ი იტყობინება, რომ საქმე ეხება ტრანზაქციებს, რომლებიც 2008-2009 წლებში შესრულდა და ქვეყნის მთავარი პროკურატურა ხსენებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.

მოვლენებს ყურადღებას კიდევ ერთი ანალიტიკური გამოცემა Morning Star აქცევს.

"სებ-მა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ვადა მისცა, რათა მან თანამდებობები დატოვონ. ამასთან საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, განცხადებები თავად "თიბისი ბანკმა" და მამუკა  ხაზარაძემაც გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ პოზიციების დასაცავად დავას სასამართლოში გააგრძელებენ", - წერს გამოცემა.

გარდა ამისა, Morning Star იმაზეც ამახვილებს, ყურადღებას, რომ ბანკის აქციების ფასმა ბირჟაზე იკლო.


 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი ლოგინში გაგუდა
პირი, რომელმაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჩაკეტა, დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics