სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
11:11 - 25 May, 2019
2019-02-15 14:53:47, 2427 ნახვა
გლდანის ციხესთან აღმოჩენილ ძველ სამარხს არქეოლოგიური სამსახური შეისწავლის

თბილისში, გლდანის ციხესთან აღმოჩენილ ძველ სამარხს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახური შეისწავლის.

სამინისტროს ინფორმაციით, ახლადგამოვლენილი ობიექტის პირველადი დათვალიერების შედეგად დაფიქსირდა 4 სამარხი, რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი, და ლითონის სამკაული. არქეოლოგების წინასწარი შეფასების მიხედვით, აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები შესაძლებელია ელინისტურ ხანას (ძვ. წელთაღრიცხვის IV საუკუნის ბოლოს) განეკუთვნებოდეს. არტეფაქტებისა და სამარხების დათარიღებისა და კულტუროლოგიური შეფასების კვალიფიციური დასკვნა სააგენტოში უახლოეს დღეებში მომზადდება.

გლდანის ციხესთან ძველ სამარხი სანიაღვრე მილის დაზიანების შედეგად ჩამორეცხილ მიწის ფენებში გამოვლინდა. პირველადი ცნობა არქეოლოგიური ობიექტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ახლომდებარედ მცხოვრებმა მოქალაქემ აცნობა. ღამის განმავლობაში გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტების უსაფრთხოება შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა უზრუნველყვეს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics