15:00 - 22 May, 2019
2019-02-15 11:51:02, 1983 ნახვა
დონალდ ტრამპი ბიუჯეტს ხელს მოაწერს, თუმცა მექსიკის საზღვართან საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბიუჯეტს ხელს მოაწერს და აშშ-მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, - ამის შესახებ BBC თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება. 

როგორც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა სარა სანდერმა განმარტა, პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილებით, საზღვარზე ეროვნული უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კრიზისი შეწყდება. 

„პრეზიდენტი კვლავ ასრულებს თავის დაპირებას კედლის აშენებასთან, საზღვრის დაცვასთან და ჩვენი დიდებული ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სანდერსმა.

მედია საშუალების ინფორმაციით, საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, ტრამპი შეძლებს კედლის მშენებლობაზე დაფინანსება კონგრესის გვერდის ავლით მიიღოს. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების დაპირება, ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს. 

თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილება დემოკრატმა კონგრესმენებმა გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ტრამპი ძალაუდლებას უკანონო ქმედებების განსახორციელებლად იყენებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მისი რამდენიმე თანაგუნდელიც "რესპუბლიკური პარტიიდან" წავიდა. 

ცნობისთვის, კედლის მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ 35-დღიანი, ამერიკსი ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ე.წ. შათდაუნი გამოიწვია, როდესაც პრეზიდენტმა ბიუჯეტზე ხელის მოწერაზე უარი თქვა და უწყებები დაფინანსების გარეშე დატოვა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი ლოგინში გაგუდა
პირი, რომელმაც ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჩაკეტა, დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics