18:09 - 18 Mar, 2019
2019-02-14 15:00:12, 1558 ნახვა
ტრამპი: ვაშინგტონი ვენესუელაში მოვლენების ყველა შესაძლო განვითარებისთვის მზად არის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ვენესუელაში მოვლანების ყველა შესაძლო განვითარებისთვის მზად არის, - ამის შესახებ ინფორმაციას USA Today ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული განცხადება კოლუმბიის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გააკეთა.

როგორც ტრამპმა განმარტა, ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მას რამდენიმე სათადარიგო გეგმა აქვს. ამასთან, პრეზიდენტს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, მათ შორის არც ჟურნალისტების კითხვას უპასუხა - გაგზავნის თუ არა ვაშინგტონი ვენესუელაში სამხედროებს.

"ყველა შესაძლო გეგმას განვიხილავთ, მაგრამ ჯერჯერობით არ გავაჟღერებ. ვიცი, ის რომ ვენესუელაში ადამიანებს ცუდად ექცევიან და მე ეს არ მომწონს. ეს არ მაბედნიერებს", - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

მანამდე ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკა ვენესუელელ ხალხს აუცილებლად დაეხმარება და არსებულ ვითარებაზე პასუხიმსგებლობა ე.წ. პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დააკისრა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს LIVE






საქართველოში საშუალო ხელფასი 1202 ლარია და ქალები უფრო დაბალ ხელფასს იღებენ ვიდრე კაცები
ფიზიკური დაპირისპირება და ბესელიას შენიშვნები მათიკაშვილს - დაძაბული კომიტეტის სხდომა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics