11:13 - 23 Mar, 2019
2019-02-14 11:38:41, 1381 ნახვა
აშშ-ის სენატში კანონპროექტი შევიდა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს ითვალისწინებს

ამერიკელმა სენატორებმა რუსეთსი წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი მოამზადეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, კანონპროექტი რომელიც რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა ერთობლივად შეიმუშავეს, სენატში უკვე შეიტანეს. 

მედიის ცნობით, ახალი სანქციების დაწესება კერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. კანონპროექტის თანახმად, სანქციები საბანკო და ენერგეტიკული სექტორების, ასევე, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის - ФСБ-ს 24 თანამშრომლის და რუსეთის გემთსაშენი სექტორის წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწესდება, რომლებიც კერჩის სრუტეში უკრაინელი სამხედროების უკანონო დაკავებაში მონაწილეობდნენ. 

კანონპროექტი სენატში ასეთი სათაურით შევიდა - "ამერიკის უსაფრთხოების დაცვა კრემლის აგრესიისგან". 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






ბათუმში სათამაშოების მაღაზიები გაქურდეს
კოსტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ხანძარია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics