09:08 - 20 Apr, 2019
2019-02-14 11:11:45, 1334 ნახვა
100 წლის წინ საქართველოს ისტორიაში პარლამენტის პირველი არჩევნები გაიმართა

ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1919 წლის 14-17 თებერვალს გაიმართა დამფუძნებელი კრების არჩევნები, ანუ საქართველოს მოსახლეობამ ისტორიაში პირველად, დემოკრატიული არჩევნებით აირჩია პარლამენტი.
არჩევნები  1919 წლის 14 თებერვალს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდა. ძირითადი არჩევნები 13 მაზრასა და 17 ქალაქში ჩატარდა. არჩევნებში სულ 15 პარტია იყო რეგისტრირებული.

უამინდობის, სამხედრო ვითარებისა და სხვადასხვა მიზეზის გამო, ზემო სვანეთში, ბორჩალოს მაზრაში, დუშეთის მაზრის რამდენიმე უბანზე, სოხუმის ოლქში, ახალქალაქსა და ახალციხეში არჩევნები ვერ გაიმართა, თუმცა, მცირე ხანში, აქ  დამატებითი არჩევნები ჩატარდა. 

საკანონმდებლო ორგანო ასე დაკომპლექტდა: N1 - საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია - 102 მანდატი; N5 - საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია - 9 მანდატი; N2 - საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 8 მანდატი; N3 - საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია - 6 მანდატი; N4 - პარტია „დაშნაკცუთიუნ“ – 3 მანდატი; N8 - საქართველოს ეროვნული პარტია - 2 მანდატი.

საბოლოო ოქმში საარჩევნო კომისიამ, მიუხედავად გამოვლენილი მცირედი დარღვევებისა, არჩევნები დემოკრატიულად მიიჩნია და შედეგები დაამტკიცა. 
130 პარლამენტარს შორის საქართველომ ხუთი ქალიც აირჩია, ხუთივე სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავდა 2 ადამიანი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics