18:04 - 18 Mar, 2019
2019-02-13 12:44:36, 1222 ნახვა
დონალდ ტრამპი - ე.წ. შათდაუნი სავარაუდოდ აღარ განმეორდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრაპის განცხადებით, მიუედავად იმისა, რომ კონგრესში მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილი არ არის, მას მორიგი ე.წ. შათდაუნის გამოცხადება არ სურს, - ინფორმაციას USA Today ავრცელებს. 

როგორც ტრამპმა აღნიშნა, რესპუბლიკელ და დემოკრატ კონგრესმენებს შორის მიღწეული შეთანხმება შორს არის იდეალურისგან და ის შედეგებით უკმაყოფილოა. 

ამასთან, მანვე დასძინა, რომ ე.წ. შათდაუნის გამოცხადებას არ აპირებს, რადგან ეს ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. 

"არ ვიცი მოვაწერ თუ არა ხელს ამ შეთანხმებას, როდესაც ის ჩემს მაგიდაზე აღმოჩნდება, თუმცა ვიტყვი, რომ კმაყოფილი არ ვარ. მაგრამ არამგონია მორიგი ე.წ. სათდაუნი გამოვაცხადა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე თეთრი სახლის ლიდერი აცხადებდა, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზეე კედელი ნებისმიერ შემთხვევაში აშენდება. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს LIVE






საქართველოში საშუალო ხელფასი 1202 ლარია და ქალები უფრო დაბალ ხელფასს იღებენ ვიდრე კაცები
ფიზიკური დაპირისპირება და ბესელიას შენიშვნები მათიკაშვილს - დაძაბული კომიტეტის სხდომა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics