07:03 - 19 Apr, 2019
2019-02-12 14:36:09, 532 ნახვა
სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაერთიანებული ოპოიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დავით კირკიტაძე წინასწარი პატიმრობაში დატოვა. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებულის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის განმარტებით, კირკიტაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს, იგი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და შესაძლოა ბრალდებულმა თავისუფლებაში ყოფნისას პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს. 

პროცესზე დაცვის მხარე კირკიტაძის გათავისუფლებას, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ დავით კირკიტაძისთვის ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიების შეფარდება მისი მიმალვის საფრთხეს ვერ უზრუნველყოფდა.რაც შეეხება თავად კირკიტააძეს, ის თავს უდანაშაულოდ თვლის. როგორც ბრალდებულმა პროცესზე განაცხადა საქმე პოლიტიკურია და ის პროკურატურას უნდობლობას უცხადებს. 

ცნობისთვის, კირკიტაძეს ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics