06:12 - 23 Apr, 2019
2019-02-12 14:28:53, 535 ნახვა
13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

რუსთავში, 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

დაცვის მხარემ სასამართლოს ექსპერტიზის დანიშვნის შუამდგომლობით მიმართა. გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ არც ერთი დეტალი არ ახსოვს.

ბრალდებული სასამართლო პროცესზე ფსიქიატრიული დაწესებულებიდან მიიყვანეს. ის მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში 29 წლის მამაკაცმა 13 წლის ძმიშვილი მოკლა. ბრალდებულმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის დააკავეს. აღსანიშნავია, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მკვლელობამდე ახლობლებმა ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მიიყვანეს, თუმცა ადგილის არ ქონის გამო, ის ოჯახის წევრებს უკან გამოაყოლეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
პანკისის მოვლენები ევრონიუსზე უკომენტაროდ






ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
ვლადიმერ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics