03:12 - 24 Feb, 2019
2019-02-12 13:32:06, 207 ნახვა
პროექტს „წერილები ჯარისკაცებს“ იუნკერთა სახელობის 52-ე სკოლამ უმასპინძლა

„როდის გადაწყვიტეთ ჯარისკაცები გამხდარიყავით? ძნელია თუ არა ოჯახებიდან და სამშობლოდან შორს ყოფნა? საქართველოსთვის თავს თუ გაწირავდით?...“ - და კიდევ  ბევრი მსგავსი შეკითხვა დაუსვეს ბავშვებმა სამხედრო მოსამსახურეებს პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში. 

ამჯერად პროექტს თბილისის ქართველ იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა უმასპინძლეს და საქართველოს თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის დაწერილი წერილები გადასცეს. სკოლიდანვე განხორციელდა ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე დისლოცირებული IV მექანიზებული ბრიგადის ასეულის სამხედროებთან ბავშვების ტელეხიდით ჩართვა. 

ამ ეტაპზე ავღანეთში 2400 წერილი იგზავნება, რომელიც დანაშაულის პრევენციის ცენტრმა საქართველოს მასშტაბით 7 ქალაქის - თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, გურჯაანი, ყვარელი,  50 სკოლიდან შეაგროვა.   

„წერილები ჯარისკაცებს" თავდაცვის, იუსტიციისა  და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. პროგრამის შესახებ სკოლების ინფორმირებას, IV-V კლასების მოსწავლეთა ჩართულობასა და  წერილების შეგროვებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ უზრუნველყოფს.  მოსწავლეები წერილებს საერთაშორისო მისიაში მონაწილე  ქართველ ჯარისკაცებს უგზავნიან და მათგან საპასუხო ბარათებს იღებენ. 

პროექტის მიზანია სამშობლოდან შორს მყოფი ქართველი სამხედროებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვა.

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები





„შემდეგი მსხვერპლი არ აღმოჩნდე შენ!“ - ჭიდაობის ფედერაციასთან აქცია მიმდინარეობს
2 გარდაცვლილი, 14 დაშავებული - ნიკოლას მადუროს მხარდამჭერმა სამხედროებმა საზღვარზე მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics