2019-02-12 12:36:27, 251 ნახვა
წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა
![]() წყნეთში ავარიის დროს დაშავებული შვიდი ადამიანიდან ხუთის მდგომარეობა მსუბუქია, ხოლო ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმე. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. მისი თქმით, აუცილებელია განმეორებითი კვლევების ჩატარება. ექიმების განმარტებით, მიმდინარეობს პაციენტების მკურნალობა და არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ცნობისთვის, წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მუნიციპალური ავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია. |
![]() ![]() მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკიდან“ მიდის
მთავარი თემა
დევნილებისთვის კომპენსაციის გაცემა შეფერხებულია
ინტერვიუ - ექსკლუზივი
![]() „შემდეგი მსხვერპლი არ აღმოჩნდე შენ!“ - ჭიდაობის ფედერაციასთან აქცია მიმდინარეობს
![]() 2 გარდაცვლილი, 14 დაშავებული - ნიკოლას მადუროს მხარდამჭერმა სამხედროებმა საზღვარზე მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს
|