06:10 - 23 Apr, 2019
2019-02-12 11:04:57, 306 ნახვა
შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის კომპანიებს 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, 14 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს.

არსებობს სახანძრო უსაფრთხოების წესების რამდენიმე სახის დარღვევა. თითოეული დარღვევა შესაბამისი თანხით დაჯარიმებას იწვევს. 

კერძოდ

• სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა 500 ლარის ოდენობით

• იმავე ქმედების განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში ჩადენა 1000 ლარის ოდენობით

• შიდახანძარსაწინააღმდეგო პირველადი საშუალებისთვის სახანძრო უსაფრთხოების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით

• საევაკუაციო და ავარიული გასასვლელების, ხანძრის ავტომატური ქრობისა და სახანძრო სიგნალიზაციის არქონა 1000 – 5000 ლარამდე

• შენობა-ნაგებობასთან მისასვლელებისთვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით

• კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესებისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა 5000 – 10000 ლარამდე

• სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე
რეაგირების მოთხოვნების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით

• საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა 3000 ლარის ოდენობით

• წყალსადენის ქსელის მფლობელის ან ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მიერ სახანძრო ჰიდრატების მოვლა-პატრონობისთვის დადგენილი წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა 3000 – 5000 ლარამდე

• საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ხელის შეშლა 1000 ლარის ოდენობით

 








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
პანკისის მოვლენები ევრონიუსზე უკომენტაროდ






ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
ვლადიმერ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics