16:31 - 20 Apr, 2019
2019-02-11 15:40:16, 527 ნახვა
ეკა ბესელია - ჩვენმა ინიციატივამ იუსტიციის საბჭო და მისი ლობისტები ააღელვა

საპარლამენტო უმრავლესოობის წევრი ეკა ბესელია თანაგუნდელის ვანო ზარდიაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც 9 დეპუტატის მიერ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხთან დაკავშირებით შემუშავებული კანონპროექტი გააკრიტიკა. 

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ზარდიაშვილი უნდა იყოს იურისტი, რომ მსგავსი განცხადებები აკეთოს. 

"ყველა, ვინც აფასებს ვინ რომელ კურსზეა და კლასში თვითონ უნდა იყოს რომელიმე კლასში. როდესაც არც ერთ რანგზე არ არის და არც ერთ კლასში როგორც იურისტი, მათ ნაკლებად შეუძლიათ შეაფასონ ასეთი პროექტები. რაც შეეხება უშუალოდ ინიციატივას. ეს ინიციატივა ეფუძნება კონსტიტუციურ ნორმას და გარდამავალ დებულებებს, რომელმაც თქვა, რომ შესაძლებელია 2025 წლამდე გამოყენებული იყოს გამოსაცდელი ვადა ვიდრე მოსამართლე უვადოდ გამწესდება. ეს ცვლილება როგორც ჩანს მიგნებულია ჩვენს მიერ, იმიტომ რომ იმდენად აღელვდა იუსტიციის საბჭო და მათი ლობისტებიც ჩანს, რომ ჩვენ ზუსტად მივედით იმ საკითხთან, რომლითაც უნდა მოხდეს შეჩერება მორატორიუმის, რათა სასამართლო სისტემა არ ჩაიკეტოს და არ მოხდეს ყველა მოსამართლის უვადოდ გამწესება აზრი რომ არ დაკარგოს მართლმსაჯულების რეფორმამ. იუსტიციის საბჭოს ხელიდან უნდა გამოვართვათ ის იარაღი, რომლითაც შეიძლება კიდევ ერთი ცეცხლი გაიხსნას, რომელსაც მოყვება გამოუსწორებელი ზიანი. ეს შეიძლება ხატოვანი შედარეება, მაგრამ სამართლებრივად ითარგმნება რომ უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics