04:57 - 23 Feb, 2019
2019-02-10 21:29:30, 571 ნახვა
ლიეჟში სააკაშვილთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს - ვიდეო

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება, შეხვედრის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა.
ადამიანების ჯგუფმა სხდომათა დარბაზში შესვლა და შეხვედრის ჩაშლა სცადა. კონგრესის სასახლეში სააკაშვილის საწინააღმდეგო პლაკატებით მისული ადამიანები რეგისტრაციის გავლას ცდილობდნენ. რეგისტრატორებმა მათ სთხოვეს ეჩვენებინათ პლაკატები, რომლის შეტანასაც აპირებდნენ დარბაზში. მათ უარი თქვეს პლაკატების ჩვენებაზე რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
„საქართველოდან ჩამოვედი, არავინ არ დამაფინანსა. ჩემი სახსრებით ჩამოვედი. შენი რა საქმეა რა დამიჯდა, რატომ ჩაგაბარო აჩოტები. თქვენ რამდენს გიხდიან? რატომ არ გვიშვებენ, იქნებ რა კითხვა მაქვს. მე ვარ ქართველების მხარდამჭერი, იმიტომ რომ ქართველი ვარ,“-განაცხადა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც დაპირისპირებაში მონაწილეობდა და რომელსაც თან ჰქონდა პლაკატი მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით და წარწერით - "We do not trust you."

შეხვედრაზე მისული ემიგრანტების ნაწილს კი არ დაუმალავს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

გამოყენებულია რუსთავი ორის ახალი ამბავი და პირველი არხის ვიდეო







სოციალური ქსელები
კომენტარები





„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე დარჩა
დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაულის კლინიკიდან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics