03:12 - 24 Feb, 2019
2019-02-10 21:20:24, 513 ნახვა
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განმარტეტებს აკეთებს

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში და ამბობენ, რომ 13 წლის მოზარდის  მკვლელობაში ეჭვიტანილი პაციენტი ნარკოლოგიურში მიიყვანეს, სადაც დარჩენა თვითონ არ ისურვა და ექიმებს იძულება რა შეეძლოთ. ცენტრი ასევე უარყოფს 3000 ლარის წინასწარ მოთხოვნასაც ფაქტსაც.

"მეგობრები გამოხატავდნენ სურვილს მისი სტაციონარული მკურნალობისა ნარკოლოგიურ სტაციონარში. თვითონ მოქალაქე უარს აცხადებდა მკურნალობაზე, აღნიშნავდა, რომ არ საჭიროებდა არანაირ მკურნალობას და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ვინაიდან ექიმმა განსაზღვრა, რომ ეს არ იყო გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც ხვდებოდა გადაუდებელი სტაციონარის რეჟიმში და ტავად პაციენტი უარს აცხადებდა სტაციონარულ მკურნალობაზე, ნარკოლოგიური მკურნალობა საქართველოს კანონმდებლობით არის მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობითი. არა ნებაყოფლობითი მკურნალობა შეიძლება აღმოჩენილი იყოს ფსიქიატრიული სტაციონარის პირობებში. ამის თაობაზე მას მიეცა ინფორმაცია. მოქალაქემ უარი განაცხადა სტაციონარულ მკურნალობაზე. მის თანმხლებ მიეცა რეკომენდაცია, რომ ფსიქიატრიული სტაციონარისთვის, მაგრამ ფსიქიატრიული სტაციონარისთვის ამ მოქალაქეს არ მიუმართავს და დატოვა ტერიტორია",- განაცხადა ცენტის გენერალური დირექტორი, ლაშა კილაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. 12 წლის ბიჭი ცივი იარაღითაა მოკლული, ბრალდებული ბიძაა, რომელიც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.



სოციალური ქსელები
კომენტარები





„შემდეგი მსხვერპლი არ აღმოჩნდე შენ!“ - ჭიდაობის ფედერაციასთან აქცია მიმდინარეობს
2 გარდაცვლილი, 14 დაშავებული - ნიკოლას მადუროს მხარდამჭერმა სამხედროებმა საზღვარზე მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics