07:11 - 19 Apr, 2019
2019-02-10 11:49:30, 876 ნახვა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - დარწმუნებული ვარ საქართველოს ეკლესიის აღიარებას მივიღებთ

დარწმუნებული ვარ საქართველოს ეკლესიის აღიარებას მივიღებთ, ეს უბრალოდ დროის საკითხია " - ამის შესახებ უკრაინულ მედიას, უკრაინის  საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა გნუცხადა.

„საქმე ისაა, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია. გვჯერა, რომ თანდათან მოვიპოვებთ აღიარებას ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან. ვინც ახლა ამბობს, რომ ეს რთულია, შეუძლებელია ან შესაძლებელია, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მათ აღიარებასაც მივიღებთ და რა თქმა უნდა, მათ შორისაა საქართველოს ეკლესიაც. მახსოვს, ჩემი შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია II -სთან. ეს ძალიან თბილი და ადამიანური შეხვედრა იყო და მან თქვა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს თავისი ავტოკეფალური ეკლესია. მითხრა: „აქამდე თქვენ უნდა მიხვიდეთ, მაგრამ ამისთვის უნდა იბრძოლოთ“. - განაცხადა კლიმკინმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics