06:10 - 23 Apr, 2019
2019-02-09 16:51:05, 836 ნახვა
ირაკლი აბუსერიძე - ვაზისუბნის 90-ე საჯარო სკოლას წელს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება

„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი, ისნის N8 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე, საკრებულოს წევრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი, ვაზისუბანში, 90-ე საჯარო სკოლაში შეხვდნენ დირექტორს და სკოლაში არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას გაეცნენ.

ირაკლი აბუსერიძემ ყურადღება გაამახვილა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლაში ყველა საჭირო სამუშაო ჩატარდება.

„სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია ჩვენი ბავშვებისა და პედაგოგებისთვის. იმისათვის, რომ მივიღოთ  უკეთესი აკადემიური წარმატება, მოსწავლეებმა კომფორტულ, უსაფრთხო და  ინფრასტრუქტურულად გამართულ გარემოში უნდა შეძლონ განათლების მიღება. განათლებული თაობის გარეშე ყოველგვარი წინსვლა და განვითარება შეუძლებელია. მე, როგორც ამ რაიონის მაჟორიტარი, თავს ვალდებულად ვგრძნობ, მეტი ყურადღება დავუთმო და შევისწავლო ჩემი რაიონის ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში  არსებული  მდგომარეობა. დღეს ვესტუმრეთ ვაზისუბნის 90-ე საჯარო სკოლას, სადაც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, შედარებით რთული ვითარებაა. სკოლის ხელმძღვანელთან, თამარ მელიქიძესთან ერთად, ადგილზე შევაფასეთ არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმებზე შევთანხმდით. მიმდინარე წელს სამინისტროს მხარდაჭერით სკოლას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება,“ - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ. 

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
პანკისის მოვლენები ევრონიუსზე უკომენტაროდ






ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
ვლადიმერ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics