03:31 - 24 Feb, 2019
2019-02-09 15:15:55, 659 ნახვა
ბათუმში, 154 დევნილი ოჯახისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა მიმდინარეობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში 154 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადასცემს.

დღეს, ბათუმში, 38 ერთოთახიანი, 96 ოროთახიანი, 15 სამოთახიანი და 5ოთხოთახიანი ბინა კენჭისყრის პრინციპით ნაწილდება.

იძულებით გადაადგილებული ოჯახები ბინებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად იღებენ.

კენჭისყრის პროცედურას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ესწრებიან.

154 დევნილი ოჯახი ახალი ბინის გასაღებს უახლოეს დღეებში მიიღებს.

 

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები





„შემდეგი მსხვერპლი არ აღმოჩნდე შენ!“ - ჭიდაობის ფედერაციასთან აქცია მიმდინარეობს
2 გარდაცვლილი, 14 დაშავებული - ნიკოლას მადუროს მხარდამჭერმა სამხედროებმა საზღვარზე მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics