06:45 - 23 Apr, 2019
2019-02-09 13:54:43, 883 ნახვა
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, წითელი ხიდის სასაზღვრო სექტორზე, „სადახლოს“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის 3, ინდოეთის რესპუბლიკის 3 და იემენის რესპუბლიკის 1 მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - აღნიშნულია განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
პანკისის მოვლენები ევრონიუსზე უკომენტაროდ






ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
ვლადიმერ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics