03:13 - 24 Feb, 2019
2019-02-09 12:40:02, 315 ნახვა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სოფელერისიმედის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნო. 

დასახლებაში გამართულ სოფლის კრებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, ერისიმედი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, საზღვრისპირა სოფელია და ამიტომ  ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აქ არსებული პრობლემები  მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოგვარდება. მან  მოსახლეობას გააცნო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დეტალები და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით აღდგენილი პროგრამა, საშუალებას იძლევა, ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად შეარჩიოს სოფლისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და გააკონტროლოს დახარჯული თანხების მიზნობრიობა.

როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, სოფლისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაა და ამიტომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხა სწორედ სასმელი წყლის ქსელების მოწყობაზე დაიხარჯება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლის კრებები გაიმართა მაჩხაანის თემის სოფლებში: ხირსაში, ხორნაბუჯსა და  ყარაღაჯში. ადგილობრივების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხით, წელს აღნიშნულ სოფლებში შემოიღობება სასაფლაოს ტერიტორია, ასევე მოგვარდება გარე განათების პრობლემები.სოფელ ხირსაშიმოხდება წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. 

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული შეხვედრები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს. 

როგორც მან აღნიშნა, კახეთის რეგიონშიმოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები უკვე გაიმართა, დაახლოებით, 200 სოფელში, დარჩენილია 80 დასახლება, სადაც 1-ელ მარტამდე გაიმართება სოფლის კრებები და მოსახლეობა თავად შეარჩევს  პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ პროექტებს. 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილია, 2019 წლიდან აღდგა და მისი მოცულობა 40 მლნ ლარია.

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები





„შემდეგი მსხვერპლი არ აღმოჩნდე შენ!“ - ჭიდაობის ფედერაციასთან აქცია მიმდინარეობს
2 გარდაცვლილი, 14 დაშავებული - ნიკოლას მადუროს მხარდამჭერმა სამხედროებმა საზღვარზე მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics