06:33 - 19 Apr, 2019
2019-02-09 10:11:45, 457 ნახვა
შსს-მ გურიაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.მ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი კ.მ. მიმდინარე წლის 8 თებერვალს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საქართველოში შემოღწევას ცდილობდა.

„დაკავებულმა კ.მ.-მ 2017 წლის 20 ივლისს, ოზურგეთის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, მანქანაში მსხდომ ორ პირს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორივე დაჭრილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კ.მ.-ს ბრალეულობა დადგინდა და 2017 წლის 11 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კ.მ.-ზე ძებნა გამოცხადდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics