06:45 - 19 Apr, 2019
2019-02-08 16:31:36, 446 ნახვა
მერია: 9 თებერვალს 00:00-დან 08:00 საათამდე „ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე მოძრაობა შეიზღუდება

მარშალ გელოვანის გამზირის და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის გამო, მიმდინარე წლის 9 თებერვლის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე მარშალ გელოვანის გამზირზე ორივე მიმართულებით - „ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერია საზოგადოებას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის

„შეზღუდვის პერიოდში აეწყობა 200 ტონის ტვირთამწეობის ამწე და ბეტონის საყრდენ კონსტრუქციაზე ლითონის მალის ნაშენის მონტაჟი დაიწყება.

მონტაჟის დროს დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მომავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება სოფელ დიღმისა და სარაჯიშვილის ქუჩის გავლით „ვეფხის და მოყმის“ ძეგლის მიმართულებით. ჟვანიას მოედნიდან მომავალი ტრანსპორტის ნაკადი კი ჩავა მარჯვენა სანაპიროზე. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics