07:11 - 19 Apr, 2019
2019-02-08 14:20:26, 457 ნახვა
ამაღამ მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საგზაო პანდუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 8 თებერვალს 24:00 საათიდან 9 თებერვლის 08:00 საათამდე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, "ვეფხი და მოყმის" ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

უწყების ინფორმაციით, ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:

    დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მარშალ გელოვანის გამზირზე შემოსული ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს სოფელი დიღმის მიმართულებით, საიდანაც ვაშლიჯვრის ჩამოსასვლელიდან კვლავ შეძლებს

    მოძრაობა გააგრძელოს მარშალ​ გელოვანის გამზირზე, "ვეფხი და მოყმის" ძეგლის მიმართულებით;

    ჟვანიას მოედნიდან "ვეფხი და მოყმის" ძეგლთან ჩამოსული ტრანსპორტის ნაკადი ჩავა მარჯვენა სანაპიროზე და მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად თამარ მეფის ხიდით ისარგებლებს.

    მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ნაკადი კი გზას ბაქრაძის ქუჩით გააგრძელებს.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა 9 თებერვალს, 08:00 საათის შემდეგ მოიხსნება და ავტოტრანსპორტი მოძრაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics