04:48 - 23 Feb, 2019
2019-02-08 13:54:01, 470 ნახვა
გოცირიძე ბატიაშვილზე: პოლიტიკაში შეთხვევით მოხვდა, შემთხვევითი ადამიანები კი, ძალიან ცუდად ამთავრებენ

სამწუხაროდ, მინისტრი რომელსაც თავისი ბიოგრაფიით კარგი აკადემიური წარსული ჰქონდა, პოლიტიკაში მოხვდა შემთხვევით, შემთხვევითი ადამიანები კი ძალიან ცუდად ამთავრებენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ზუგიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხდარი განათლების მინისტრის ორგანიზებული არ არის.

დეპუტატის განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა ძალოვანების დავალება შეასრულა.

„რაც შეეხება ქალბატონ ია კერზაიას ტრაგიკულად გარდაცვალების საკითხს, ეს რა თქმა უნდა არ იყო ბატონი მინისტრის მიერ ორგანიზებული. მას დაავალეს, შეასრულა ძალოვნების დავალება, იმ ადამიანების, რომლებიც საარჩევნო პროცესს აკონტროლებდნენ. მიიღო ანონიმური წერილი და ერთი დღის განმავლობაში, წერილის შემოსვლიდან მისი რეზოლუციის დადებამდე და მეორე დილით, როგორც ირკვევა 5 საათზე გააგზავნა დამსჯელი ჯგუფი, ათზე უკვე ზუგდიდში ჩავიდნენ და ფაქტობრივად ერთი დღის განმავლობაში ეს ბიუროკრატიული პროცედურა მან განახორციელა სწორედ სხვების დავალებით. ყველაზე ცუდი და მძიმე მოსასმენი იყო ის, რომ იგი შეეცადა ამ დანაშაულის დაფარვას. ფაქტობრივად გამოესარჩლა ყველა იმ ადამიანს, ვინც მასში მონაწილეობდა, მათ შორის საკუთარი უწყების ჩინოვნიკებს და იმ ადამიანებს, რომლებიც მასზე ახდენდნენ ზეწოლას. ამიტომ სამწუხაროდ, მინისტრი რომელსაც თავისი ბიოგრაფიით კარგი აკადემიური წარსული ჰქონდა, დეკანი ყოფილა ილიაუნიში და საკმაოდ კარგად ახასიათებენ მისი კოლეგა პროფესორები, როგორც იმ დროს იმ საქმიანობით დაკავებულ პიროვნებას, შემდეგ უკვე უნივერსიტეტიც დააფუძნა, ის მოხვდა პოლიტიკაში შემთხვევით. შემთხვევითი ადამიანები ამთავრებენ ძალიან ცუდად, როგორც თავიანთ პირად კარიერას, ასევე ზიანს აყენებენ ქვეყანას და ამ შემთხვევაში კონკრეტულ ადამიანებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები





„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე დარჩა
დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაულის კლინიკიდან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics