04:54 - 19 Apr, 2019
2019-02-08 13:42:42, 485 ნახვა
გოცირიძე - დარბაზში სკოლის დირექტორები დაგვახვედრეს, რომ რაღაც ფორმით მინისტრის პოზიციები გაეძლიერებინათ

„ვინ წარმოიდგენდა იმას, თუ კომიტეტის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდებოდა ის უმსგავსობა, რომელსაც ჰქვია სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველმა გუნდმა კომიტეტის სხდომაზე სკოლის დირექტორები მიიყვანა, იმისათვის, რომ განათლების მინისტრის პოზიციები გაეძლიერებინათ.

„უკიდურესად მძიმე შთაბეჭდილება დატოვა იმან, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხება პირველ რიგში მასწავლებლებს. დარბაზში დაგვახვედრეს სკოლის დირექტორები იმისათვის, რომ რაღაც ფორმით გაეძლიერებინათ ბატონი მინისტრის პოზიციები. უფრო მეტიც დარბაზში მოიყვანეს ე.წ. იმ 9 წლის წინათ გათავისუფლებული დირექტორები, რომლებიც შეძახილებით გვამკობდნენ, რომ უსამართლოდ გამათავისუფლესო. კი მაგრამ თუ უსამართლოდ იყვნენ გათავისუფლებულები, ამ შვიდი წლის გაბნმავლობაში როგორ ვერ ჰპოვეს სამართალი? შემდეგ ვკითხე მათ, რომ დამთავრდა სხდომა, არც ერთი დღეს არ მუშაობს სასკოლო სისტემაში. რატომ არ აღადგინეთ? ან რატომ არ მიმართეს სასამართლოს? მაგრამ შემთხვევით აღოჩნდა ჩვენს მიერ მიყვანილი ადამიანები, რომლებიც განათლების სისტემის რეფორმის საკითხებზე გვყავდა მოწვეული და ერთი „ევროპული საქართველოდან“ ამ ხელისუფლების მიერ გათავისუფლებული სკოლის დირექტორი მარიამ რამინაშვილი, რომელმაც მოიგო სასამართლო პროცესი და 20 ათასი ლარი გადაუხადეს განაცდურისათვის. თქვენი შეცდომებით ბიუჯეტი ხარჯავს ფულს. მეორე - ჩვენს მიერ მიყვანილი დავით ლაგვილავა, რომელიც ჩვენი განათლების ჯგუფში მუშაობს, შემთხვევით აღმოჩნდა ასევე გათავისუფლებული ამ ხელისუფლების მიერ, ის იყო წლის საუკეთესო დირექტორად აღიარებული და მანაც ასევე მოიგო სასამართლო. ამიტომ, განათლების სისტემის პოლიტიზირება და საარჩევნოდ მათი გამოყენება, ეს არის პირდაპირი დანაშაული და უზნეობა. ყველა არჩევნები რაც ჩატარდა, ჩატარდა მასწავლებლებისა და კრიმინალების მონაწილეობით. საარჩევნო უბანზე მარჯვნივ იდგნენ მასწავლებლები სიით და აკვირდებოდნენ თავიანთი მოსწავლეების მშობლებს, გამოცხადდნენ თუ არა, მარცხნივ კი იდგნენ კრიმინალები, რომლებიც აკონტროლებდნენ უბანს და ატერორებდნენ შემდეგ არჩევნებზე მისულ მეზობლებს და ნაცნობებს. სამწუხაროდ ეს სურათი ვიხილეთ გუშინ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics