04:52 - 23 Feb, 2019
2019-02-08 13:25:07, 914 ნახვა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: საქართველო მნიშვნელოვან მოკავშირედ რჩება

„საქართველო რჩება მნიშვნელოვან მოკავშირედ რეგიონული სტაბილურობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ანდრეა ტომპსონმა განაცხადა

განცხადება ტომპსონმა, თავისი ოფიციალური Twitter-ის გვერდის საშუალებით საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა, რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

დავით ზალკალიანმა შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ანდრეა ტომფსონთან შეხვედრა 7 თებერვალს გამართა, რა დროსაც მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწვევით მონაწილეობა მიიღო ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში. ამას გარდა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი ორმხრივი შეხვედრაც. მათ შორის: სახელმწიფო მდივნის თანაშეწესთან ვეს მიტჩელთან. ასევე  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან, თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, კონგრესმენებთან და სენატორებთან.



სოციალური ქსელები
კომენტარები





„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე დარჩა
დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაულის კლინიკიდან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics