05:27 - 23 Feb, 2019
2019-02-08 11:50:43, 367 ნახვა
სერგო მეთოფილი: მოსამართლეების შესახებ ეკა ბესელიას ინიციატივა კონსტიტუციაზე თავდასხმაა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის შეფასებით, ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა, დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაზე თავდასხმაა, - ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

მეთოფიშვილმა ინიციატივის ავტორებს მიმართა: 

„მეგობრებო, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შემდეგ ციტატებს: „81. ვენეციის კომისიისთვის ცნობილია, რომ იუსტიციის ამჟამინდელი უმაღლესი საბჭო საქართველოში დიდი კრიტიკის საგანია. თუმცა, ამან არ უნდა შეუშალოს ხელი იმას, რომ საბჭომ თავისი ფუნქცია შეასრულოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინაციაშიც, არამედ ეს უნდა გახდეს საბჭოს მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმირების მიზეზი. შესაბამისად, ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის პროექტი ჩასწორდეს ისე, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიენიჭოს უფლებამოსილება, დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლები მათი დამოუკიდებლობის სრულად უზრუნველყოფისთვის, ან კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტში პრეზიდენტის ახალი, უფრო შეზღუდული როლის გათვალისწინებით, მიეცეს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, უფლებამოსილება, დანიშნოს მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.”

“დასკვნა: 98. სასამართლო ხელისუფლების თავში: - უვადოდ გამწესების პრინციპი, არაორაზროვნად უნდა გავრცელდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე და მათი არჩევა პარლამენტის მიერ უნდა შეიცვალოს მათი დანიშვნით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, პრეზიდენტის მიერ;”

მეგობრებო, იცით ვინ, როდის და სად წერს ამას? ეს წერია - ევროპული კომისიის სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად, ანუ ე.წ. ვენეციის კომისიის 2017 წლის 19 ივნისის N876/2017 დასკვნაში! (https://gdi.ge/uploads/other/0/620.pdf)

გთხოვთ, გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ვენეციის კომისიისათვის ძალიან კარგად არის ცნობილი თუ როგორი დიდი კრიტიკის საგანია საქართველოში ამჟამინდელი იუსტიციის უმაღლესი საბჭო! თუმცა, მიუხედავად ამისა ვენეციის კომისიამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ამჟამინდელ საბჭოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის საკითხში!

მინდა ვკითხო დეპუტატ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგებს: შეგნებულად რატომ ამახინჯებთ ვენეციის კომისიის დასკვნას, რაც გააკეთეთ თქვენი საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში?რატომ შეგყავთ საზოგადოება და პარლამენტი შეცდომაში, თითქოსდა არასწორად მოხდა პრაქტიკაში განმარტება პარლამენტის მიერ 2017 წლის 16 ივნისს მიღებული კანონის 79 (4) მუხლის გამოყენება პრაქტიკაში მოსამართლედ უვადოდ გამწესების თაობაზე? თქვენთვის ხომ კარგად არის ცნობილი, რომ ვენეციის კომისია და ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო (CCJE) არაერთხელ, გარკვევით და ნათლად მიუთითებენ თავიანთ რეკომენდაციებში, რომ მოსამართლეთა უვადო (საპენსიო ასაკამდე) დანიშვნები არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია! (მაგალითად, იხილეთ ვენეციის კომისიის მოსაზრება CDL-AD (2010)004, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ მოხსენება - ნაწილი I, მოსამართლეები, 35-ე პუნქტი; https://rm.coe.int/1680700a63).

მინდა მივმართო დეპუტატ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგებს, რომლებმაც მომზადეს საკანონმდებლო ინიციატივა, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერების თაობაზე: მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ მსგავსი ქცევა და ქმედება (ვგულისხმობ თქვენ ბოლო საკანონმდებლო ინიციატივას) წარმოადგენს თავდასხმას დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაზე, ანუ თავდასხმას საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციაზე, ასევე წარმოადგენს თავდასხმას საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების სხვა შტოს ლეგიტიმურობაზე. ასეთი ქცევა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას! შეწყვიტეთ თავდასხმა!“ - წერს სერგო მეთოფიშვილი.



სოციალური ქსელები
კომენტარები





„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე დარჩა
დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაულის კლინიკიდან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics