04:49 - 23 Feb, 2019
2019-02-07 19:16:10, 544 ნახვა
ე.წ. „კლუბების საქმეში“ ბრალდებული რვავე პირი, მათ შორის ქეთი მურუსიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ე.წ "კლუბების საქმეში"  ბრალდებულ ქ.მ-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ   სასჯელის სახით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა.

ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული:

„წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქ.თბილისში მდებარე ღამის კლუბებში სხვადასხვა დროს  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის და განსაკუთრებით დიდი  ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები ღამის კლუბებში- „ბასსიანი“, „ხიდი“,  „კაფე გალერი“-ში და „მტკვარზე“ მოქალაქეებზე უკანონოდ გაასაღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნითიერებები.

სასამართლო გადაწყვეტილებით,  აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბ.დ.-ს  9  წლით და 6 თვით,  ვ.ჟ.-ს 8 წლით,  ჯ.ე.-ს  8 წლით,  თ.ჩ.-ს 7 წლით, გ.მ. -ს  8 წლით და მ.მ. -ს  ასევე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. აღსანიშნავია, რომ დღეს  თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ქ.მ-ს და ლ.მ.-ს  ბრალდების საქმეების განხილვა. მოსამართლემ ორივე მათგანი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 8 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დღევანდელი განაჩენებით თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის  დაკავებულ პირთა საქმეების განხილვა დასრულდა“,  - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.



სოციალური ქსელები
კომენტარები





„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე დარჩა
დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაულის კლინიკიდან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics