05:25 - 23 Feb, 2019
2019-02-07 15:18:16, 727 ნახვა
მელია ბატიაშვილს - სამინისტროს ორი მძიმე პოტენციური დამნაშვე წარმოადგენს, ერთი გიორგაძე და მეორე თქვენ

ენმ-ს წევრის, ნიკა მელიას თქმით, ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე მთელი პასუხისმგებლობა განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს ეკისრება.

 ამასთან, როგორც მან საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე გაანცხადა, საყდრისის აფეთებაში ბრალეულობა ბატიაშვილის მოადგილეს, მიხეილ გიორგაძეს ეკისრება.

„მე, პირადად თქვენდამი მაქვს ფიქსირებული განწყობა და ყველაფერი, რაც არ უნდა ისაუბროთ და ნათელ ფერებში წარმოაჩნით, ჩემთვის არის მეათე და მეოცე ხარისხოვანი. ელემეტარულად არ ისმინებით ჩემთვის და არ აქვს ფასი თქვენ მიერ გატარებულ და ან გასატარებელ რეფორმებზე საუბარს, როდესაც დამოკლეს მახვილივით გკიდიათ დიდი ტრაგედია თავზე. ქალბატონი ია კერზაიას საქმე მაქვს მხედველობაშიდა მე, პირადად ვერ მოვისმინე თქვენგან პასუხი კონკტერული ამ საქმესთან მიმართებაში, ან თუნდაც სინანული, პანაშვიდზეც არ იყავით ჩასული ზუგდიდში. ეს ჩემთვის ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩემთვის თქვენ წარმოადგენთ პოტენციურ დამანშავეს, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად წარდგება მართლმსაჯულების წინაშე. 4 საათში გაუშვით სადამსჯელო ჯგუფი ზუგდიდში, ერთ დღეში გაატარეთ რეპრესია სკოლის წარჩინებული დირექტორის მიმართ და ეს ქალბატონი გარდაიცვალა. ისე მოხერხება უნდა ბატონო მინისტრო, რომ იყოთ მინისტრი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და იყოთ პრაქტიკულად მხიებული მძიმე დანაშაულის, რომელმაც შეიწირა ადამიანის სიცოცხლე, ამას მართლაც მოხერხება უნდა და პლუს გყავთ მოადგილე და ტყუილად ნუ ჰგონია ბატონ გიორგაძეს, რომ ის ვინმეს დაავიწყდა, ეს არის ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად ააფეთქა საყდრისი, 1 დღეში 13 ადმინისტრაციული აქტი გამოსცა, ჯერ საყდრის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მოუხსნეს და მერე ააფეთქეს და ამიტომაც დაგიტოვეს მოადგილეთ, რა გგონიათ, სახლში რატომ არ გაუშვეს. თქვენს სამინისტროს ორი მძიმე პოტენციური დამნაშვე წარმოადგენს, ერთი მინისტრის და მეორე მოადგილის რანგში“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.



სოციალური ქსელები
კომენტარები





„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე დარჩა
დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაულის კლინიკიდან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics