04:34 - 19 Apr, 2019
2019-02-07 14:21:14, 554 ნახვა
კახა კალაძე: ვერეს ხეობაში ოთხი სამშენებლო ნებართვიდან ორი გაუქმებულია

ვერეს ხეობაში ოთხი სამშენებლო ნებართვიდან ორი გაუქმებულია, ხოლო დანარჩენი ორი პროექტი დაკორექტირდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ვერეს ხეობის რევიზია განხორციელდა და დადგინდა, რომ ნებართვები არასწორად იყო გაცემული.

„ერთი ობიექტი იყო სასწრაფო დახმარების ცენტრთან ახლო, ახალ გზასთან; მეორე იყო გვირაბიდან გამოსასვლელ გზასთან, რომელიც განსაკუთრებული რეკრეაციული ზონაა და ორი ობიექტი იყო „იკეას“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ ორზე გავაუქმეთ ნებართვები, რადგან არასწორად იყო გაცემული - არ შეესაბამებოდა იმ სტატუსს, რასაც ის მიწები ითვალისწინებდა, ხოლო რაც შეეხება ორ შენობა-ნაგებობას - ერთი არის სავაჭრო ცენტრი და მეორეა სასტუმრო. ეს ორი პროექტი შეთანხმებული იყო, თუმცა ჩვენი ჩართულობით, ერთის შემთხვევაში შემცირდა მოცულობა - დაახლოებით 30 000 კვადრატი უნდა აშენებულიყო და 20 000-ზე ჩამოვიდა, ხოლო მეორე შემთხვევაში გასწორდა, რომ არსებულ მიწის ნაკვეთზე ნარგავები მაქსიმალურად შენარჩუნდეს“, - განმარტა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე არსებობს დასკვნები, რომ ამ კონკრეტულ მონაკვეთებზე მშენებლობა პრობლემას არ წარმოადგენს.

„13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ ამ საკითხში ჩართული იყო სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, რომლებმაც პირდაპირ მიგვითითეს, რომ აუცილებელი იყო გარკვეული ღონისძიებების გატარება. კერძოდ, ვერეს ხეობის კალაპოტში ნატანდამჭერი ცხაურების დამონტაჟება და განგაშის სისტემა, რომელიც მიწა ჩამოშლის შემთხვევაში მოგვცემდა სიგნალს. ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნა და პროექტები განხორციელდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics