04:46 - 19 Apr, 2019
2019-02-07 13:28:28, 596 ნახვა
მიხეილ ბატიაშვილი - სექტემბრიდან პედაგოგების ანაზღაურება გაიზრდება

„მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას პედაგოგების ანაზღაურებაზე და სექტემბრიდან ანაზღაურების ზრდა მოხდება“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პედაგოგი ნაკლებ დროს უნდა ხარჯავდეს ბიუროკრატიაზე და მეტ დროს შემოქმედებით მიდგომაზე.

„როგორც დაგპირდით, სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპებია - სკოლების გაძლიერება - ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა, სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი და პედაგოგი ორიენტირებული შემოქმედებით საკითხებზე. ნებისმიერ პედაგოგს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ჩააბაროს გამოცდა და აიმაღლოს კვალიფიკაცია. გრძელვადიან პროცესში მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის სამსახურები და სკოლა უნდა გახდეს ძლიერი ინსტიტუცია, რომელიც თვითონ ზრუნავს ხარისხის განვითარებაზე. ჩვენ მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ  გეგმას და სექტემბრისთვის მოხდება პედაგოგების შრომის ანაზღაურების ზრდა“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics