20:19 - 17 Feb, 2019
2019-02-06 17:10:27, 1208 ნახვა
„მაკდონალდსი“ საქართველოში HoReCa სეგმენტის ლიდერია

მაკდონალდსი საქართველოში ზუსტად 20 წელია რაც ოპერირებს. ამ დროისთვის, კომპანია საქართველოს 5 ქალაქში 14 რესტორანს და კავკასიის მასშტაბით უმაღლესი სტანდარტების მქონე სადისტრიბუციო ცენტრს აერთიანებს.

მაკდონალდსი ქართულ ბაზარზე ყველაზე დიდი ბრენდია და ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, მთლიან HoReCa სეგმენტში რამდენიმე წელია პირველ პოზიციას არ თმობს.

მაკდონალდსმა 20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებაში. 1999-2018 წლის პერიოდში საბიუჯეტო გადახდებმა 89,922,448 ლარი შეადგინა, მხოლოდ 2018 წელს -16,409,022 ლარი , 2017 წელს კი 12,031,000 ლარი, რაც თითქმის 5-ჯერ აღემატება ისეთი მოთამაშეების საშუალო გადახდას როგორიცაა Radisson, Sheraton, Rooms, Holiday inn, M – group, Wendy’s, ICR და სხვა.

მაკდონალდსი ასევე ლიდერია ახალგაზრდების დასაქმების სფეროში - დღეისთვის კომპანიაში 1000-ზე მეტი ახალგაზრდაა დასაქმებული, რომელთა საშუალო ასაკი 20-22 წელია. 2017 წელს კომპანიის მიერ გაცემული ხელფასები დაახლოებით 4-ჯერ აღემატება პირდაპირი კონკურენტის, ხოლო 2-ჯერ  HoReCa სეგმენტის ტოპ-კომპანიების საშუალო  სახელფასო დანახარჯებს.

მაკდონალდსის მიერ 5 ქალაქში გაკეთებულმა ინვესტიციებმა გახსნის დღიდან დღემდე - 73,801,532 ლარი შეადგინა, 2018 წელს  კი მხოლოდ 2,253,270 ლარი. ამავე წელს კომპანიის ბრუნვამ 79,426,570 ლარი  შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში სწრაფი კვების ბაზარზე მზარდი კონკრენციისა, მაკდონალდსმა თითოეული წელი ფინანსური მოგებით და შემოსავლების დადებითმაჩვენებლიანი ზრდით დაკეტა.

სულ მალე, მაკდონალდსი რიგით მე-15 რესტორანს ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე გახნის და მომხმარებელს ყავის და დესერტის უდიდეს ბრენდს - „მაკკაფეს“ გააცნობს.

მაკდონალდს საქართველოს სამომავლო განვითარებისთვის EBRD -ის მიერ 20 მილიონი ევროა გამოყოფილი. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმას, კომპანია ამჟამად მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება ადგილების გამოყოფასთან დაკავშირებით და 2 წელიწადში 7 ახალი რესტორნის გახსნას გეგმავს.

 

 

 

(R)



სოციალური ქსელები
კომენტარები





წლის ფოტო - გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთ პალატაში
შსს-მ თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics