04:34 - 19 Apr, 2019
2019-02-06 17:03:06, 613 ნახვა
უგულავა: შოთაძე დღეს რეალურად ისევ პროკურორია - თადუმაძე უბრალოდ კაბინეთში დევს

გენერალურ პროკურატურასთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად „ევროპული საქართველოს“ წევრები გიგი უგულავა და სერგო რატიანი მივიდნენ. 

როგორც უგულავამ აღნიშნა, რაც პროკურატურამ შეიძლება გააკეთოს, ეს ზაზა სარალიძესთან შეხვედრაა. 

"ყველაზე ცოტა, რაც პროკურატურამ შეიძლება გააკეთოს, როდესაც ამ ადამიანს შეხვედრის სურვილი ექნება, მას უნდა შეხვდეს. ამაზე საერთოდ ლაპარაკი არ უნდა იყოს. აქ, უბრალოდ სცენის მიღმა რაც ვითარდება, როგორც ჩანს, ხელისუფლება აქაც ამ არჩევნების შედეგით ბოლომდე გონგასულია და ჯანსაღ ფარგლებს გასცდა. საზოგადოებამ კარგად დაინახა, კომისიაზე ის დანაშულებრივი გულგრილობა და პირდაპირ ჩადენილი დანაშაული მაღალი თანამდებობის პირების მიერ, ამ პროტესტს მოჰყვა ფორმალურად შოთაძის გადაყენება. დღეს ის კაცი უბრალოდ დევს მთავარი პროკურორის კაბინეტში, რეალურად ის არ ასრულებს, ყველა მოადგილე ადგილზეა, ყველა ადამიანი ვინც ჩართული იყო ამ საქმეში ადგილზეა, მეტიც, შოთაძე დღეს რეალურად ისევ პროკურორია, უბრალოდ ადგილს იკავებს თადუმაძე. ამიტომ თავის თავს ხო არ მოაჭრიან თავს, ფორმალურად არაფერი შეცვლილა. ერთი კვირით გადადეს იმიტომ, რომ ჩაფარცხონ", - განაცხადა გიგი უგულავამ. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics