03:44 - 24 Feb, 2019
2019-02-06 15:21:57, 357 ნახვა
ბესელია - აქცენტები, რომ ვინც მოსამართლეთა ათკაციან სიას ეწინააღმდეგებოდა, მტრად მივიჩნიოთ, არასწორია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მმართველ გუნდში ფასეულობით და სახელმწიფოებრივ საკითხებზე იმსჯელეს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე იყო მსჯელობა, რომელსაც არ მიესალმება და ამის შესახებ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

“დღეს ვისაუბრეთ ფასეულობით საკითხებსა და სახელმწიფოებრივ საკითხებზე. ეს ეხება იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელმაც უნდა შეგვაძლებინოს რომ ან ერთად ვიაროთ რთული პოლიტიკური პროცესის შემდეგ, ან ეს ვერ მოვახერხოთ. როდესაც ვსაუბრობთ ღირებულებით საკითხებს და ვაფასებთ იმ მოვლენებს, რაც წარსულში იყო სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს, უნდა ვიყუროთ მომავალში და იმ ფასეულობებს უნდა ვიცადეთ, რა ფასეულობებითაც 1-ელი ოქტომბერი მოვიდა, როგორც გამარჯვების სიმბოლო. დღეს ვისაუბრეთ ამ საკითხებზე, რაც ამავე დროს ეხებოდა გუშინდელ განცხადება, რომელიც პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა. ჩვენ – მე, ლევანს, გედის და რამდენიმე სხვა ადამიანს გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ვთქვით, რატომ არ ვეთანხმებოდით ამ განცხადების სულისკვეთებას. არ შეიძლება საპარლამენტო შტო ასეთ ღია გზავნილს აკეთებდეს მეორე შტოს – სასამართლოს მიმართ. ის უნდა იყოს დამოუკიდებელი და ვაჩვენოთ, რომ არ ვერევით ერთმანეთის საქმიანობაში და ინსტიტუციურად ერთმანეთს ვაბალნასებთ და არა ერთი მეორის შვილია. არ იყო მისაღები ის განცხადებები და ერთ ქვებში მოხარშვა თითქოს ყველა ნაცმოძრაოის ნარატივს აგრძელებს, ყველა ვინც ეწინააღმდეგებოდა, 10-კაციან სისტემას ყველა მტრად მივიჩნიოთ. არასწორია ეს აქცენტები”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.



სოციალური ქსელები
კომენტარები





„შემდეგი მსხვერპლი არ აღმოჩნდე შენ!“ - ჭიდაობის ფედერაციასთან აქცია მიმდინარეობს
2 გარდაცვლილი, 14 დაშავებული - ნიკოლას მადუროს მხარდამჭერმა სამხედროებმა საზღვარზე მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics