04:32 - 19 Apr, 2019
2019-02-06 14:50:17, 428 ნახვა
სერგი კაპანაძე - კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები და ზოგადი უნარების ტესტი გახდეს სავალდებულო

„დღეს, ჩვენ ვახდენთ კანონმდებლობის ინიცირებას, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდეს ცვლილებები და ზოგადი უნარების ტესტი გახდეს სავალდებულო“, -  ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

„ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ ძალიან სახიფათო ნაბიჯები განათლების სამინისტროს მხრიდან რომელიც ეხება ჩვენი მომავალი თაობის განათლებას და ზოგადად ქვეყნის მომავალ კეთილდღეობას. მათ დააანონსეს გარკვეული რეფორმა უმაღლესი განათლების და ზოგადი განათლების მიმართულებით და რეალურად წარმოადგინეს ამ კვაზი რეფორმის მხოლოდ ორი კომპონენტი და ორივე მათგანი ისახავს მიზნად მხოლოდ გამოცდების გაუქმებას. პირველ რიგში მათი ეს კვაზი რეფორმა შეეხო „CAT“_ის ანუ კომპიუტერით ადაპტირებული ტესტების რაც არის გამოსაშვები გამოცდების სკოლაში, ამ გამოცდების გაუქმებას და მეორე დააანონსეს, რომ 2020 წლისთვის სავალდებულო აღარ იქნება ზოგად უნარებში ტესტი.

"ევროპულმა საქართველომ" გადაწყვიტა რომ საკანონმდებლო ორგანოში დაარეგისტრიროს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება იმას რომ ზოგადი უნარების ტესტი გახდეს სავალდებულო კანონის დონეზე, როგორც ეს იყო ბოლო 15 წლის განმავლობაში ოღონდ ეს არ იყო კანონით დარეგულირებული, ეს იყო განათლების მინისტრის და შეფასების ცენტრის დებულებებით და დოკუმენტებით განსაზღვრული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ არცერთ კონკრეტულ ჩინოვნიკს არ ქონდეს იმისი მიდრეკილება, რომ თავისი რაღაც ხუშტურით ან შეხედულების გამო ხელის აღებით გააუქმოს ზოგადი უნარების გამოცდა ისე რომ არცერთი არგუმენტი არ მოიყვანოს და არცერთი არგუმენტით არ წარდგეს პარლამენტის წინაშე“, - განაცხადა კაპანაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა პარლამენტის გარეშე არ უნდა ხდებოდეს.

„პარლამენტი არის კონსტიტუციური ორგანო რომელიც განსაზღვრავს განათლების პოლიტიკას და ასეთი მნიშვნელოვანი რაღაცები პარლამენტის გარეშე არ უნდა მიიღებოდეს. ამიტომ ჩვენ ვახდენთ დღეს ინიცირებას რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში 54-55 მუხლებში შევიდეს ცვლილებები და განისაზღვროს ზოგად უნარებში ტესტი გახდეს სავალდებულო და ასევე სახელმწიფო გრანტი რომელიც ნაწილდება სტუდენტებზე და ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტი იმისა, რომ კორუფცია აღარ იყოს უნივერსიტეტებში ასევე განაწილდეს მათ შორის ზოგად უნარებში მიღებული ქულის შესაბამისად. ეს არის ინიციატივა რომელიც დარეგისტრირდება დღეს და მე მოვუწოდებ პარლამენტის ყველა წევრს, მიუხედავად იმისა რომელი პოლიტიკური პარტიის წევრები არიან ისინი, ვიცი რა რომ მათ შორის "ქართული ოცნების" მხრიდან არიან უკმაყოფილო ამ კვაზი რეფორმით. მოვუწოდებ მათ რომ შემოუერთდნენ ამ ინიციატივას და ერთად გავაკეთოთ ისე, რომ რომელიღაც კონკრეტულ ინდივიდს არ ქონდეს საშუალება ყირაზე დააყენოს მეტ-ნაკლებად მოქმედი და მომუშავე განათლების სიტემა, კონკრეტულად კი ის ნაწილი რომელიც ეხება უმაღლესში მოხვედრას", - განაცხადა სერგი კაპანაძემ 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics