16:40 - 20 Apr, 2019
2019-02-06 13:43:38, 614 ნახვა
მატეო პატრონე - EBRD-ი უფრო და უფრო მეტად ენდობა საქართველოს მთავრობას და მის ეკონომიკურ პოლიტიკას

ჩვენი ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა და EBRD-ი უფრო და უფრო მეტად ენდობა საქართველოს მთავრობას და მის ეკონომიკურ პოლიტიკას, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალმა მმართველმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მატეო პატრონემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს და EBRD-ის, როგორც საქართველოსთვის ძლიერი პარტნიორის და დონორის როლს ქვეყნის განვითარების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა პროექტებზე, რომლებში ინვესტირებას EBRD-ი მომავალში გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველა პროექტი, რომელიც EBRD-ის მხარდაჭერით ხორციელდება, ქვეყნის განვითარებისთვის პრიორიტეტულია და ხელს უწყობს საქართველოს  რეგიონულ ჰაბად და ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო EBRD-ის ინტერესს საჯარო სექტორში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა მატეო პატრონეს წინამორბედის, ბრუნო ბალვანერას წვლილს საქართველოში წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პორტფელის შექმნაში, რისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics