06:12 - 23 Apr, 2019
2019-02-06 11:29:34, 905 ნახვა
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უძღვება.

უმრავლესობის წევრების განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი კვლავ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.

როგორც დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, პარტიიდან ვინმეს გარიცხვა არ იგეგმება.

„მქონდა მოლოდინი, რომ აღარ იქნებოდა საჭირო მეორე შეხვედრა, მაგრამ როგორც ჩანს არის გარკვეული საკითხები რაზეც საჭიროა შეთანხმება, საუბარი, არგუმენტების და პოზიციების გაზიარება.  ვფიქრობ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით. ასევე, საუბარი იქნება გუნდურის წესების თამაშზე, ვფიქრობ ესეც იქნება შედეგიანი. ზოგიერთ ჟურნალისტს მოლოდინი აქვს რომ იმაზე ნაკლები გამოვალთ [შეხვედრიდან] ვიდრე შევალთ. ეს ასე არ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ, თითოეულ გუნდის წევრს აქვს თავისი წილი დამსახურება, ზოგს მეტი ზოგს ნაკლები, მაგრამ მიზანი ერთია, ეს გუნდი არსებობს არა მხოლოდ იმისთვის რომ იყოს გუნდი, არამედ მას აქვს პასუხისმგებლობა ქვეყანაში პროცესებზე აიღოს გააზრებული პასუხისმგებლობა და ქვეყანა წაიყვანოს წინ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
პანკისის მოვლენები ევრონიუსზე უკომენტაროდ






ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
ვლადიმერ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics