04:48 - 23 Feb, 2019
2019-02-05 15:27:26, 310 ნახვა
კობახიძე: პარლამენტი ისწრაფვის მაღალი ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისკენ

„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების კვალდაკვალ, უწინდებურად რჩება ქართული სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტად",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგაზაფხულო სესიაზე, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ გამოწვევის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის საქართველოს სახელმწიფო სერვისებისა და განათლების პროგრამების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ასევე,   საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებ საზოგადოებასთან მათ ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას ემსახურება.

საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა განათლების სფეროში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, პარლამენტი, ტრადიციულად,  განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. მისი თქმით, 2018 წლის ნოემბერში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება, რომლის მიზანია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ,,დედაენის"  ანუ. ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის საკანონმდებლო დონეზე დაცვა და სასწავლო პროცესში მისი გამოყენებისათვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  განსაკუთრებული პრიორიტეტია სკოლებში ჩვენი შვილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად,  აკადემიური თავისუფლება და საუნივერსიტეტო ავტონომია კონსტიტუციური გარანტიით განმტკიცდა. გარდა ამისა, გასულ წელს განხორციელებული ცვლილებებით, დაიხვეწა პროფესიული განათლების სისტემა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება გახდა გაცილებით ეფექტიანი.

2018 წელს განხორციელებულ კანონშემოქმედებით საქმიანობაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ პარლამენტი მუშაობს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაღალი რისკის შემცველი პროფესიების წარმომადგენელთათვის სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხო პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობს, რისი გამოძახილია მკაფიო კონსტიტუციური გარანტიები, რომელიც ქვეყნის უზენაესი კანონის ახალ რედაქციაში აისახა.

„მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწაზე. პარლამენტში ინიცირებულ იქნა კანონპროექტი, რომლის მიზანია განისაზღვროს შრომის ბაზარზე ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტი; დადგინდეს ქმედითი და ეფექტიანი აღსრულებისა და ინსპექტირების მექანიზმის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საჭირო სამართლებრივი ჩარჩო. იმედი გვაქვს, რომ მთავრობასთან ერთად, ამ სფეროში რაც შეიძლება სწრაფად, საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას დავნერგავთ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტი ისწრაფვის მაღალი ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისკენ ყველა იმ მიმართულებით, სადაც საქმე ეხება მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება. ამ კუთხით, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე გაამახვილა, რომლებიც  თამბაქოს მოხმარების, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების, პროდუქტის უსაფრთხოების ზედამხედველობის და სხვა მომიჯნავე სფეროებში განხორციელდა. მისივე თქმით, საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გარემოს დაცვის მიმართულებით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სიღარიბე ჩვენი სახელმწიფოს წინაშე მდგარ ერთერთ მნიშნელოვან გამოწვევად რჩება და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, კომპეტენციის ფარგლებში, ამ პრობლემის გადასაჭრელად მუშაობს, ქმნის რა, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების მოზიდვისაკენ მიმართულ საკანონმდებლო ბაზას. მისივე თქმით, მწვავეა ჭარბვალიანობის პრობლემაც, რომლის დასაძლევად, მთავრობის ინიციატივის საფუძველზე საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა.

„2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კვლავ რჩება სოციალურად ორიენტირებულ მთავარ ფინანსურ დოკუმენტად, რომლის პრიორიტეტია ეკონომიკის ზრდა",- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ, სიტყვით  გამოსვლისას, პარლამენტის, როგორც სახელმწიფო ფინანსების მართვის სისტემის ერთერთი კომპონენტის როლზე გაამახვილა ყურადღება.

„სახელმწიფო ხარჯების ფინანსური ანგარიშვალდებულების ეფექტიანობის შესრულების ანგარიშში საქართველოს პარლამენტმა წინა შეფასების მსგავსად, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ამასთან, წინა შეფასებისაგან გაუმჯობესებული შეფასება გამოვლინდა აუდიტის ანგარიშების საკანონმდებლო შემოწმების კომპონენტში",- აღნიშნა მან.

მისივე თქმით, პარლამენტმა გასული წელი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მიმართულებით არსებული საჭიროებების ანალიზსაც დაუთმო და  განახორციელა მასშტაბური ინიციატივა, რომლის ფარგლებში, ქვეყნის რეგიონებსა და თვითმმართველობებში მოსახლეობასთან და დაინტერესებულ სუბიექტებთან „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ" კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ სფეროს მარეგულირებელი დახვეწილი კანონი უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.



სოციალური ქსელები
კომენტარები





„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე დარჩა
დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაულის კლინიკიდან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics