04:52 - 19 Apr, 2019
2019-02-05 14:13:38, 465 ნახვა
გოცირიძე უმრავლესობას - თუ ფული დაგაკლდათ, შეიძლება ავლაბრის რეზიდენცია საქორწინო დარბაზადაც გააქირავოთ

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია გინდათ საბანკეტო დარბაზად გადააქციოთ, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარუ სესიაზე უმრავლესობის წევრებს. 

გოცირიძის შეფასებით, ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება მიმდინარეობს და პრეზიდენტის სასახლე ამის ერთ-ერთი მაგალითია. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ავლაბრის რეზიდენციაში ქვეყნი პრემიერ-მინისტრი უნდა გადავიდეს. 

"დღეს სიმბოლური დღეა, პარლამენტი შეუდგა პირველად მუშაობას ამ დარბაზში და ეს სიმბოლო შეიძლება აღქმული იყოს მისი პირდაპირი მნიშვნელობით - გრძელდება ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების პროცესი. ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანა და ქუთაისის შენობის პოლიციისთვის გადაცემა არის პირდაპირი დაცინვა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი. ამ დაცინვის გაგრძელებაა ის, რაც დღეს ხდება პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით. ქვეყანაში იყო პრეზიდენტის ერთი სასახლე და პრეტენზიები ჰქონდა უმრავლესობას, რომ თურმე ბიუჯეტიდან იყო შესანახი. ახლა პრეზიდენტის ორი სასახლე გვაქვს, ერთი ათონელზე, მეორე ავლაბარში, რომელიც რაღაც საბანკეტო დარბაზად გინდათ გადააკეთოთ, მაღალი თანამდებობის უცხოელი დელეგაციების მისაღებად, რაც წელიწადში ორჯერ თუ სამჯერ მოხდება ალბათ. თუ ფული დაგაკლდათ, შეიძლება საქორწინო დარბაზადაც დაიწყოთ მისი გაქირავება. სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება არ გამოიხატება მხოლოდ ქვეყნის სიმბოლოების მიმართ უპატივცემულობაში, აქედან ირიბად ჩანს, რომ საქართველოს არაფორმალური მმართველი განაგებს საკუთარი ხუშტურების შესაბამისად და კატეგორიულად აკრძალულია ავლაბრის რეზიდენციაში რომელიმე სახელმწიფო პირის შესვლა. დაწყევლილი შენობაა ივანიშვილის მიერ. ძალიან სასაცილოა, რომ ალტერნატიულ ვარიანტად რაღაც მუზეუმის გახსნა იგეგმება. კეთილი ინებოს და დღეს რომ აქ პრემიერი გამოცხადდება, გადაბრძანდეს იმ შენობაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics