2019-02-05 14:07:53, 372 ნახვა
გედევან ფოფხაძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს
![]() "ქართული ოცნების" დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადებით, მან შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვას. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, მისი და უმრავლესობის დანარჩენი წევრების პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა. გარდა ამისა, ის პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას არ ეთანხმება. "საბოლოო გადაწყვეტილებას ჩემს მეგობრებთან ერთად მივიღებ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ ღირებულებებით ძალიან დავშორდით ერთმანეთს. ეს რეალობაა და ფაქტობრივად ეს ასეც ფიქსირდება უმრავლესობის სხდომებზე, გვაქვს პრინციპული განსხვავებული პოზიცია და შეურიგებლები ვართ იმ ტენდენციებთან რაც სასამართლოსთან მიმართებით ფიქსირდება. მე მჭირდება უფრო მეტი დამოუკიდებლობის ხარისხი, იმისთვის, რომ ხალხთან ბოლომდე გულწრფელად, ღიად ვისაუბრო, რაც ეხება სასამართლო თემას და ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას. ის რომ განსხვავებული აზრის საჯაროდ თქმა არის არაგუნდური, ჩემთვის მიუღებელია", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
|
![]() ![]() სებ-ი „თიბისი ბანკს“ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებისთვის 2-თვიან ვადას აძლევს
მთავარი თემა
მომსახურების გაუარესების და ტარიფის ზრდის გამო ჯეოსელი აბონენტებს კარგავს
ინტერვიუ - ექსკლუზივი
![]() ![]() წლის ფოტო - გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთ პალატაში
![]() შსს-მ თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა
|