06:35 - 19 Apr, 2019
2019-02-05 13:27:35, 570 ნახვა
კაპანაძე: ვაპირებ კანონპროექტის ინიცირებას, რომ ზოგადი უნარების ტესტი კანონით სავალდებულო გახდეს

„ვაპირებ უახლოეს დღეებში მოვახდინო საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება, რომელიც ეხება იმას, რომ ზოგადი უნარების ტესტი სავალდებულო გახდეს კანონის დონეზე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან საატესტატო გამოცდების გაუქმებასა და უნარების გამოცდისთვის სავალდებულო კომპონენტის მოხსნასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას „კატასტროფული“ უწოდა და უმრავლესობას მოუწოდა დაფიქრდნენ, ღირს თუ არა „ასეთი კვაზი რეფორმის გატარება“.  

„დღეს შეიძლება ბევრი ვეღარაფერი გამოვასწოროთ და გარკვეულწილად წიანის მინიმიზირების რეჟიმში გვიწევს ყოფნა, ამიტომ მე ასეთ რამეს გთავაზობთ - ვაპირებ უახლოეს დღეებში მოვახდინო ინიცირება საკანონმდებლო ინიციატივის, რომელიც ეხება იმას, რომ ზოგადი უნარების ტესტი სავალდებულო გახდეს კანონის დონეზე. დღეს ზოგადი განათლების შესახებ კანონი ამის დისკრეციას აძლევს ფრაქტიკულად სამინისტროსა და ცენტრს. როგორც აღმოჩნდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიდის სამინისტროში თავისი უცნაური იდეებით, სკოლებში ვაშლის შეტანით დაწყებული და გამოცდების უაპელაციოდ გაუქმებით დასრულებული, თურმე ისე ჭრის და გაკერავს როგორც მოეპრიანება. ეს რომ არ მოხდეს, ეს ცვლილება იქნება ინიცირებული.  მინდა მოვუწოდო ყველა დეპუტატს, რომელიც აქ არის, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, ამ მნიშვნელოვან თემაზე კარგად დაფიქრდნენ ღირს თუ არა ერთი ადამიანის ხუშტურებზე აყოლით, ასეთი კვაზი რეფორმის ხელაღებით გატარება.  ეს არის რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს მარტო გამოცდების გაუქმებას. იდეალურ მდგომარეობაში, გამოცდები შეიძლება გააუქმო თუ ეს არის განათლების ფუნდამენტური რეფორმის გრძელვადიანი ხედვის ნაწილი, მაგრამ როცა აუქმებ და არანაირ ალტერნატივას არ სთავაზობ ეს არის კატასტროფა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია






ოკუპირებულ ცხინვალში რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ტუნეს გამართავს
HBO საქართველოში „Game of Thrones“-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics