04:50 - 23 Feb, 2019
2019-02-05 13:12:36, 469 ნახვა
კახიძე უმრავლესობას: მეგობრებო, ნუ გექნებათ ილუზია, რომ სულ ხელისუფლებაში იქნებით

 მეგობრებო, ნუ გექნებათ ილუზია, რომ ხელისუფლებაში იქნებით სულ, - ასე მიმართა "ევროპილი საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარუ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას.

კახიძე ქვეყანაში არსებულ რამდენიმე პრობლემას შეეხო და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდა 7-წლიანი მმართველობის დროს საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება ვერ უზრუნველყო. 

"7 წლის წინ თქვენ მიიღეთ დაკვეთა ქართული საზოგადოებისგან, რომ გაგეუმჯობესებინათ ქვეყანაში არსებული ვითარება, გაგეგრძელებინათ ის, რაც იყო კარგი წინა ხელისუფლების დროს და გამოგესწორებინათ ის ნეგატივი, რაც ახლდა მაშინდელ მმართველობას. 7-წლიანი მმართველობის თავზე, თქვენ, „ქართულმა ოცნებამ“ , თქვენი გაცემული დაპირებების საპირისპიროდ, ვერ შეინარჩუნეთ და გააუარესეთ შემდეგი მიმართულებები - უსაფრთხოების საკითხი, დანაშაული და კრიმინალი, კორუფცია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ეროვნული ვალუტის კურსი, ყველა ძირითადი მიმართულებით ქვეყანაში გვაქვს რეგრესი. მინდა შევეხო ორ მნიშვნელოვან საკითხს - ერთი ეს არის ფარული მიყურადება და სასამართლო სისტემა. ჩაწერები, უკანონო თვალთვალი, ეს იყო პრობლემა და 7 წლის განმავლობაში ეს პრობლემა სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანეთ. გარდა იმისა, რომ რუტინულად გრძელდება უკანონო თვალთვალი და მიყურადება, ამის დასადასტურებლად რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტის შემთხვევაც კმარა, ეს პრაქტიკა გრძელდება, მაგრამ ახალ სიმაღლეზე აიყვანეთ, რადგან სისტემურ პრობლემად იქცა უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნება, მათი გავრცელება და ამის გამოყენება პოლიტიკური დაპირისპირების იარაღად. მე მოგიწოდებთ, რომ ამ საკითხს ნუ შეხედავთ იმ კუთხით, რომ დღეს ხართ ხელისუფლებაში, სარგებლობთ ივანიშვილის სიმპათიით და ეს არ შეგეხებათ, ეს არის ბოროტება, რომელსაც უნდა დაუპირისპირდეს ყველა მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. მეორე საკითხი ეხება სასამართლოს, რომელიც არ იყო დამოუკიდებელი, ნაცვლად იმისა, რომ გამოგესწორებინათ მდგომარეობა, გადაიბარეთ და საკუთარ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებინებთ. მეტიც, წარმოადგინეთ ისეთი ვთარება როდესაც ამ დაკვეთების შემსრულებელ ხალხს უვადოდ ამწესებთ უზენაეს სასამართლოში. მეგობრებო, ნუ გექნებათ ილუზია, რომ ხელისუფლებაში იქნებით სულ. ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ეს ადამიანები, რომელბსაც არანაირი მოლარული ბარიერი არ აქვთ, აუცილებლად კვლავ გამოიყენებენ სისტემას თქვენს წინააღმდეგ, გამოფხიზლდით და პრობლემებს გაუსწორეთ თვალი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები





„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე დარჩა
დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაულის კლინიკიდან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics