05:23 - 23 Feb, 2019
2019-02-05 12:01:01, 357 ნახვა
„ბასიანსა“ და „ხიდზე“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის ბრალდებულს 9 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი  ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის  ბრალდებული ბ.დ. დამნაშავედ ცნო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.დ.-მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ტენამფეტამინის შემცველი 2 აბი, ასევე  „მდმა"-ს და მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 11 აბი და 1 აბის ნატეხი. 

„ბ.დ.-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ტენამფეტამინის შემცველი 2 აბი, „მდმა"-ს და მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 3 აბი 700 ლარად 2018 წლის 24 მარტს, თბილისში, ღამის კლუბ „ბასსიანი"-ს შესასვლელთან, ხოლო 6 აპრილს, იმავე ღამის კლუბში, „მდმა"-ს შემცველი 5 აბი  750 ლარად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე.  ბ.დ.-მ ასევე 31 მარტს, ღამის კლუბ  „ხიდის" შესასვლელთან 650 ლარად „მდმა"-ს შემცველი 3 აბი გაასაღა, ხოლო „მდმა"-ს და მეტამფეტამინის (მარილი) შემცველ 1 აბს მის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

სამართალდამცველებმა ბ.დ. 2018 წლის 11 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი)  (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9  წლით და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.



სოციალური ქსელები
კომენტარები





„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე დარჩა
დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაულის კლინიკიდან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics