04:47 - 23 Feb, 2019
2019-02-05 11:43:23, 426 ნახვა
ირაკლი კობახიძე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს

დღეს, IX მოწვევის საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესია დაიწყებს მუშაობას.

საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე სასახლეში გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, მინისტრები, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრებიან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ახალი რეგლამენტის თანახმად, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის მიერ გაწეულ საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას, საგარეო მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოს, ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებს დაეთმობა.



სოციალური ქსელები
კომენტარები





„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე დარჩა
დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაულის კლინიკიდან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics