2019-02-05 10:29:53, 392 ნახვა
თბილისში, იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს
![]() შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ოჯახური და ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1974 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც პოლიციამ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. |
![]() ![]() მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკიდან“ მიდის
მთავარი თემა
დევნილებისთვის კომპენსაციის გაცემა შეფერხებულია
ინტერვიუ - ექსკლუზივი
![]() ![]() „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე დარჩა
![]() დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაულის კლინიკიდან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს
|