20:01 - 17 Feb, 2019
2019-02-04 17:56:49, 610 ნახვა
„ლიბერთი“ პენსიონერებისთვის უფასო საგანმანათლებლო პროექტს აგრძელებს

ლიბერთის ინიციატივით  გრძელდება საგანმანათლებლო სოციალური პროექტი. ამ პროექტის ფარგლებში, 60 წელს გადაცილებული ადამიანები კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობის შემსწავლელ კურსს უფასოდ გაივლიან.

დღეისათვის დარეგისტრირებულ პენსიონერთა რაოდენობამ  400 -ს  გადააჭარბა. სწავლება ყოველდღიურად, ორ ლოკაციაზე განხორციელდება.  კურსის გავლის მსურველებს ტრადიციულად უმასპინძლებს ლიბერთის მიერ ეროვნულ ბიბლიოთეკაში სპეციალურად შექმნილი დარბაზი - Liberty Digital Hall და ლიბერთი ბანკის ტრეინინგ ცენტრი.

,,ჩვენ ვაგრძელებთ სპეციალურად 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის შექმნილ კომპიუტერული სწავლების პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს უფროს თაობას მარტივად ინტეგრირდნენ თანამედროვე ცხოვრებაში. საგანმანათლებლო ერთგვარი ექსპერიმენტის სახით დაწყებული პროექტის მიმართ მზარდმა ინტერესმა  განაპირობა  პროექტის  გაგრძელების  გადაწყვეტილება. კურსის გავლას ყველა დარეგისტრირებული პენსიონერი შეძლებს. მომავალში ვეცდებით პროექტი თბილისის გარეთ, რეგიონებშიც გავიტანოთ“, - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

 

 

(R)



სოციალური ქსელები
კომენტარები





წლის ფოტო - გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთ პალატაში
შსს-მ თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics