22:59 - 26 May, 2019
2019-02-04 17:30:21, 740 ნახვა
პოლიციამ ქარელში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 2 პირი - 1998 წელს დაბადებული მ.ხ. და 1994 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.

უწყების ცნობით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქარელში, სარკინიგზო მაგისტრალზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ფარულად დაეუფლნენ რელსის დასამაგრებელ 23 საკლემე ჭანჭიკს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა.

სამართალდამცველებმა მოპარული ჭანჭიკები შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ბრალდებულებმა, ასევე, აღიარეს, რომ მიმდინარე წლის იანვრის თვეში იმავე მაგისტრალზე ფარულად დაეუფლნენ 48 საკლემე ჭანჭიკს, რომლებიც პოლიციამ, მ.ხ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics